Belive

დავით ყიფიანის სახელობის თასის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების 1/4 ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. წილისყრაში მონაწილეობა ეროვნული ლიგიდან ორმა, ეროვნული ლიგა 2-დან ოთხმა, ლიგა 3-დან ორმა და რეგიონული ლიგიდან თითო გუნდმა მიიღო. წილისყრის შედეგად, გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ: მეტა - გაგრა; გურია - დინამო თბ; შუქურა - ტორპედო; ვიტ ჯორჯია - თელავი. 1/4 ფინალური ეტაპის შეხვედრების ჩატარების თარიღი უახლოეს მომავალში დადგინდება.

სხვა სტატიები