Belive

დავითაშვილი ხიმკისთან მატჩის საუკეთესო ფეხბურთელია!

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რუსეთის პრემიერლიგის მე-5 ტურში "როტორი" სტუმრად "ხიმკის" დაუპირისპირდა და შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ ზურიკო დავითაშვილი და სოლომონ კვერკველია. 19 წლის ქართველმა შემტევმა ვოლგოგრადულ კლუბში მორიგი საუცხოო შეხვედრა ჩაატარა. ზურიკო ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე აქტიური იყო და დამსახურებულად, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა. აღსანიშნავია, რომ "როტორის" დაცვის ხაზში დამაჯერებლად გამოიყურებოდა კვერკველიაც. "როტორი" შემდეგ ტურში შინ "კრასნოდარს" დაუპირისპირდება.  

სხვა სტატიები