Belive

დავითაშვილთან და ხვიჩასთან ერთად - რუბინი შეკრებას იწყებს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ყაზანის "რუბინი" ახალი სეზონის დაწყებამდე შეკრებას იწყებს. რუსულ გუნდს "როტორში" იჯარით გატარებული 1 სეზონის შემდეგ დაუბრუნდა ზურიკო დავითაშვილი. გარდა ამისა, "რუბინთან" ერთად საწვრთნელ პროცესში ჩაერთვება ხვიჩა კვარაცხელიაც. როგორც იცით, 20 წლის ქართველი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს არაერთი ევროპული კლუბი იჩენს. ბოლო ინფორმაციით, ყველაზე დიდ სურვილს ხვიჩასთვის "ლიდსი" გამოთქვამს. ცნობილია, რომ "რუბინი" კვარაცხელიას 20-25 მილიონ ევროდ აფასებს. ყაზანური კლუბი პრემიერ ლიგის გასულ სეზონში ევროტურნირების ზონაში მოხვდა. რუსეთის 2021/22 წლების სეზონი 25 ივლისს დაიწყება.

სხვა სტატიები