Belive

"დავსჯი, რადგან არ დამპატიჟა" - გვარდიოლა გრილიშის ვიდეოს ეხმაურება

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

სოციალურ ქსელებში "მანჩესტერ სიტის" ვარსკვლავის - ჯეკ გრილიშის კადრები გავრცელდა. ვირუსულად გავრცელებულ ვიდეოში, ერთ-ერთ ბართან მთვრალი გრილიშია დაფიქსირებული. "მანჩესტერ სიტის" ფანებმა გრილიში გააკრიტიკეს, თუმცა გვარდიოლამ მისი დაცვა სცადა. პრესკონფერენციის დროს "მანჩესტერ სიტის" მთავარ მწვრთნელს გრილიშის ვიდეოსთან დაკავშირებით, კომენტარის გაკეთება სთხოვეს. გვარდიოლამ ხუმრობით აღნიშნა, რომ გრილიშსა და მის მეგობრებს დასჯის, რადგან წვეულებაზე არ დაპატიჟეს.

"ძალიან ნაწყენი ვარ, რადგან არ დამპატიჟეს - მსგავსი შემთხვევები არ მომწონს. იმედი მაქვს, სამომავლოდ დამპატიჟებენ. ვიდეოში კარგად არ ჩანს, თუ რა მოხდა ზუსტად - ეს იყო უბრალოდ ვახშამი, მეგობრების შეკრება თუ გუნდის წევრებთან ერთად გართობა. ფეხბურთელებმა იციან, რომ არსებობს რისკი - როდესაც გასრთობად მიდიან, შესაძლოა მათი ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდეს. ამისგან არავინაა დაზღვეული. რიადი, კაილი, ალი და ჯეკი ცუდად არ მოქცეულან. მათ მხოლოდ ის დააშავეს, რომ მე არ დამპატიჟეს", - აღნიშნა გვარდიოლამ.

სხვა სტატიები