Belive

დე ბრუინე, გიგზი და სხვები: ყველაზე მეტი საგოლე გადაცემის მქონე ტოპ 20 ფეხბურთელი პრემიერლიგაში 

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
2019/20 წლების სეზონში, კევინ დე ბრუინმა აქამდე ხელშეუხელებელი, ტიერი ანრის რეკორდი გაიმეორა, რომელიც ერთ სეზონში, პრემიერლიგაში 20 საგოლე გადაცემის გაკეთებას გულისხმობს. მიმდინარე გათამაშებაში, ნახევარი სეზონი უკვე ჩატარებულია და ბელგიელ გამთამაშებელსაც წინა სეზონის სარეკორდო შედეგის ნახევარიც უკვე შესრულებული აქვს - 29 წლის ნახევარმცველის აქტივში 10 შედეგიანი გადაცემაა. ასე რომ, შესაძლოა, წელს "მანჩესტერ სიტის" მე-17 ნომერმა ლეგენდარული ფრანგის რეკორდს გადაასწროს კიდეც. ინგლისის ელიტარული დივიზიონის ისტორიას კიდევ რამდენიმე ლეგენდარული ფეხბურთელი ახსოვს, რომელსაც საგოლე მომენტის შექმნის შესანიშნავი ალღო და მოედნის ბრწყინვალე ხედვა ჰქონდათ. საინტერესოა, როგოგ გამოიყურება იმ ფეხბურთელთა ოცეული, რომელთაც პრემიერლიგაში თანაგუნდელებს გოლის გატანაში ხელი ყველაზე მეტჯერ შეუწყვეს. 20. ნოლბერტო სოლანო - 62 ("ნიუკასლი", "ვესტ ჰემი", "ასტონ ვილა") 19. კრისტიან ერიქსენი - 62 ("ტოტენჰემი")
No description available.
18. ალან შირერი -  64 ("ნიუკასლი", "ბლექბერნ როვერსი") 17. მეტ ლე ტისიე - 64 ("საუთჰემპტონი") 16. გარეთ ბერი - 64 ("ასტონ ვილა", "მანჩესტერ სიტი", "ევერტონი", "ვესტ ბრომვიჩი") 15. დარენ ანდერტონი - 68 ("ტოტენჰემი", "ბირმინგემ სიტი") 14. ეშლი იანგი - 68 ("მანჩესტერ იუნაიტედი", "ასტონ ვილა", "უოტფორდი")
No description available.
13. ენდი კოული - 73 ("მანჩესტერ იუნაიტედი","მანჩესტერ სიტი", "ნიუკასლი", "ბლექბერნ როვერსი", "სანდერლენდი", "ფულემი", "პორტსმუთი") 12. ტიერი ანრი - 74 ("არსენალი") 11. ტედი შერინგემი - ("მანჩესტერ იუნაიტედი", "ტოტენჰემი", "ვესტ ჰემი", "პორტსმუთი", "ნოტინგემ ფორესტი") 10. კევინ დე ბრუინე - 76 (ლონდონის "ჩელსი", "მანჩესტერ სიტი")
No description available.
9. დევიდ ბექჰემი - 80 ("მანჩესტერ იუნაიტედი") 8. ჯეიმს მილნერი - 85 ("მანჩესტერ სიტი", "ლივერპული", "ასტონ ვილა", "ნიუკასლი", "ლიდს იუნაიტედი").  7. სტივენ ჯერარდი - 92 ("ლივერპული")
No description available.
6. დავიდ სილვა - 93 ("მანჩესტერ სიტი") 5. დენის ბერგკამპი - 94 ("არსენალი") 4. ფრენკ ლამპარდი - 102 (ლონდონის "ჩელსი", "ვესტ ჰემი", "მანჩესტერ სიტი")
No description available.
3. უეინ რუნი - 111 ("ევერტონი", "მანჩესტერ იუნაიტედი") 2. ცესკ ფაბრეგასი - 111 (ლონდონის "ჩელსი", "არსენალი")  1. რაიან გიგზი - 162 ("მანჩესტერ იუნაიტედი")
No description available.

სხვა სტატიები