Belive

დე ბრუინე პირველ შეხვედრას გამოტოვებს | რობერტო მარტინესი ინფორმაციას ადასტურებს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
11 ივნისიდან ფეხბურთის მოყვარულებისათვის ერთგვარი ზეიმი - ევროპის ჩემპიონატი იწყება. ევროპის ჩემპიონატის მოგების ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი ბელგიის ეროვნული ნაკრებია, რომელთაც დიდი შანსით პირველ მატჩში უდიდესი დანაკლისი ექნებათ. საქმე იმაშია, რომ კევინ დე ბრუინეს ჩემპიონთა ლიგის ფინალში რუდიგერთან შეჯახების შედეგად მიღებული ტრავმა მძიმე აღმოჩნდა. ბელგიელ ნახევარმცველს სახის არეში მოტეხილობები აღენიშნება, რის გამოც რუსეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გასამართ პირველ მატჩს გამოაკლდება. ზემოთხსენებულ ინფორმაციას ბელგიელთა თავკაცი, რობერტო მარტინესიც ადასტურებს და აცხადებს, რომ დე ბრუინეს თამაში პირველ შეხვედრაში ფაქტობრივად გამორიცხულია. საყურადღებოა, რომ დე ბრუინეს ქირურგიული ჩარევა არ ესაჭიროება, თუმცა ზუსტი თარიღი და მატჩი თუ როდიდან შეძლებს საკუთარი ნაკრების გაძლიერებას, ამ ეტაპისათვის კვლავ გაურკვეველი რჩება.

სხვა სტატიები