Belive

დე ბრუინე: ,,თუ მოიგებ, გმირი გახდები, თუ წააგებ - ხელმოცარული''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,მანჩესტერ სიტის'' ნახევარმცველმა, კევინ დე ბრუინემ, ლონდონის ,,ჩელსისთან'' გასამართ მატჩზე ისაუბრა:
,,საკმარისი სულისკვეთება ყველას გვაქვს და გამარჯვება ყველას გვსურს. როგორც ფეხბურთელებს, ამ მატჩის მასშტაბი მშვენივრად გვესმის. თუ მოიგებ, გმირი გახდები და თუ წააგებ - ხელმოცარული. რა თქმა უნდა, ფინალში გასვლა დიდებულია, მაგრამ, იცით, რომ წაგებით გამოწვეული გრძნობების განცდა არავის უნდა. ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა გუნდისა და ფეხბურთელების ერთ-ერთი მიზანი იყო. უმაღლეს დონეზე თამაში დიდი პატივია. ყველას გვესმის თუ რამხელა პასუხისმგებლობაა თითოეულ ჩვენგანზე. უნდა ვეცადოთ, რომ საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვავლინოთ,'' - განაცხადა დე ბრუინემ
დღეს ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს ლონდონის ,,ჩელსი” და ,,მანჩესტერ სიტი” დაუპირისპირდებიან. ფინალური მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.  

სხვა სტატიები