დე ბრუინეს კომენტარი მატჩის შემდეგ

გუშინ “სიტი” ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა. “ქალაქელებმა” შეხვედრა “ლიონთან” 1:3 დათმეს.

მატჩის შემდეგ დე ბრუინემ კომენტარი გააკეთა.

-“ვფიქრობ რომ მეორე ტაიმი ჩვენ მართლა ძალიან კარგად ვითამაშეთ. გავიტანეთ გოლი და თამაშში დავბრუნდით. 1:1-ზე შესანიშნავი შანსები გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. ამ ეტაპზე გავარდნა ჩვენთვის სირცხვილია.”

-“ასეთი რამ უკვე მრავალჯერ მოხდა. არ ვაპირებ ვისაუბრო ვიდეო რეფერიზე, თუ მათ გადაწყვიტეს, რომ გოლი უნდა ჩათვლილიყო, მე მათ ვეთანხმები. მათი კრიტიკა არაფერს ცვლის, ჩვენ ვალდებულნი ვიყავით, რომ უკეთესად გვეთამაშა.”

-” “ლიონის” მეკარემ შესანიშნავად ითამაშა და რამდენიმე კარგი “სეივი” განახორციელა. სტერლინგს, რომ გაეტანა ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა, მაგრამ ეს ფეხბურთია და ყველაფერი ხდება. სამწუხაროდ ჩვენ ისევ დავმარცხდით.”

შეგახსენებთ, რომ “ლიონი” მიუნხენის “ბაიერნს” დაუპირისპირდება. 10 წლიანი პაუზის შემდეგ, ფრანგები კვლავ ნახევარფინალში არიან.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 10 წლის წინაც “ლიონი” ნახევარფინალში “ბაიერნს” დაუპირისპირდა და ორი მატჩის ჯამში 4:0 დამარცხდა.

(140)

დე ბრუინეს კომენტარი მატჩის შემდეგ

სტატიის ავტორი
-