Belive

დე ბრუინმა ბავშვობის კუმირი დაასახელა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მანჩესტერ "სიტის" ფეხბურთელმა, კევინ დე ბრუინმა თავისი ბავშვობის საყვარელ გუნდსა და ფეხბურთელებზე ისაუბრა. ბელგიელის თქმით, ის "ლივერპულს" ქომაგობდა. კევინის კუმირი კი მერსესაიდელთა თავდამსხმელი, მაიკლ ოუენი იყო. შეგახსენებთ, რომ ოუენი "ლივერპულში" 1996-2004 წლებში თამაშობდა, რა დროშიც 297 მატჩი ჩაატარა და 158 გოლი გაიტანა. "მე "ლივერპულის" ფანი ვიყავი. როდესაც ჩემი ოჯახი ინგლისში ცხოვრობდა, ისინიც ამ გუნდის ფანები იყვნენ. რაც შეეხება ოუენს, ის ძალიან მიყვარს. ჩემს თავს ხშირად მაიკლს ვამსგავსებ, რადგან მეც მასსავით დაბალი და სწრაფი ვარ. ასევე მომწონს რონალდინიო და ზინედინ ზიდანი - 2 უტექნიკურესი ფეხბურთელი," - თქვა დე ბრუინმა

სხვა სტატიები