Belive

დე ბრუინემ, შესაძლოა, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი გამოტოვოს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბელგიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, კევინ დე ბრუინემ, ცხვირის ძვლის მოტეხილობის გამო, შესაძლოა, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ვერ ითამაშოს. ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ფეხბურთელს გამოჯანმრთელებისთვის მინიმუმ 3 კვირა დასჭირდება, რაც ევროპირველობის საწყის ეტაპზე მის თამაშს ეჭვქვეშ აყენებს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ დე ბრუნმა მთელი ტურნირი გამოტოვოს, რადგან მას ნიღბით თამაშის საშუალება ექნება. ბელგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა, ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის შემდეგ, კევინს დასასვენებლად ერთი კვირა მისცა, ამიტომ ნახევარმცველი ეროვნულ გუნდს 7 ივნისიდან უნდა შეუერთდეს. ,,წითელი ეშმაკები'' ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩს 12 ივნისს რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ. დე ბრუინემ ტრავმა ლონდონის ,,ჩელსისთან'' მატჩის მე-60 წუთისთვის მიიღო, რის გამოც მოედნის დატოვება ნაადრევად მოუწია.

სხვა სტატიები