Belive

დე იონგი 1 თვეს გამოტოვებს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დღეს "ბარსელონას" ოფიციალურმა ტვიტერის გვერდმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფრენკი დე იონგი ტრავმირებულია. ხსენებულ განცხადებაში არ იყო ნახსენები თუ რამდენი ხანი დასჭირდებოდა ნიდერლანდელის რეაბილიტაციას. ახლა კი "კატ რადიო" გვამცნობს, რომ დე იონგი მინიმუმ 1 თვეს გამოტოვებს, რაც გუნდისთვის დიდი დარტყმაა. როგორც მოგეხსენებათ მატჩები კვირაში 2-ჯერ ტარდება და კატალონიელებს უმძიმესი კალენდარი აქვთ. შეგახსენებთ, რომ დე იონგს მიმდინარე სეზონში 38 მატჩი აქვს ჩატარებული და 2 გოლი გაიტანა.

სხვა სტატიები