Belive

დე იონგი: "არც ბარსელონას" მომერიდება"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ამსტერდამის "აიაქსის" ფეხბურთელმა, ფრენკი დე იონგმა ჟურნალისტებთან საუბარში საინტერესო განცხადება გააკეთა. "სანამ "აიაქსის" მაისური მაცვია, ყოველთვის გამარჯვებისთვის ვიბრძოლებ. "რეალის" დამარცხება მოვახერხეთ და არც "ბარსელონას" მომერიდება," - თქვა დე იონგმა, რომელიც მიმდინარე სეზონის შემდეგ "ბლაუგრანას" შეუერთდება. შეგახსენებთ, რომ თუ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "აიაქსი" "ტოტენჰემს", ხოლო "ბარსელონა" "ლივერპულს" გაცდება, ფინალურ მატჩში ერთმანეთს სწორედ ამსტერდამული და კატალონიური კლუბები დაუპირისპირდებიან.  

სხვა სტატიები