Belive

დე იონგი: "მესი კვლავ ბარსელონას ჩატშია"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი შესაძლოა, თვლის რომ მისი და კატალონიური გრანდის გზები გაიყო თუმცა ლეო მესის WhatsApp-ში "ბარსელონას" ჯგუფური ჩატი არ დაუტოვებია. არგენტინელი სუპერვარსკვლავი უკმაყოფილოა კლუბში შექმნილი ვითარებით და ამჟამინდელ ხელმძღვანელობას ღიად უპირისპირდება - აღნიშნულიდან გამომდინარე მესის "ბლაუგრანას" დატოვება სურს. ევროპული მედია სასუალებების მტკიცებით, მესი კვლავ პეპ გვარდიოლას შეუერთდება და "მანჩესტერ სიტის" მაისურს მოირგებს. "ჯგუფურ ჩატში სიმშვიდეა და მესი კვლავ ჩვენთანაა. ვიმედოვნებ, იგი კვლავ "ბარსელონას" რიგებში იასპარეზებს თუმცა გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს. დარწმუნებული ვარ მესის უამრავი ადამიანი დაუკავშირდა. ქაოსური სიტუაციაა - უამრავი რამ ხდება", - აღნიშნა ფრენკი დე იონგმა.

სხვა სტატიები