Belive

დე იონგის ბარსაში გადასვლაში მონაწილეობა ნურიმ მიიღო

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
აბდელჰაკ ნურის ძმამ ჰოლანდიურ მედიასთან აღნიშნა, რომ ფეხბურთელის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პროგრესი შეიმჩნევა. ნური ახერხებს და ადამიანებთან გარკვეული სახის კომუნიკაციას ამყარებს. ამ ინფორმაციიდან ცოტა ხნის შემდეგ, "ბარსას" ნახევარმცველმა, ფრენკი დე იონგმა მედიასთან მეგობრისა და ყოფილი თანაგუნდელის შესახებ ემოციური ისტორია გაიხსენა.
"ბარსელონაში" ტრანსფერამდე ვფიქრობდი, თუ რომელ გუნდში უნდა წავსულიყავი. აპის დედა მასთან მივიდა და ჰკითხა: "სად უნდა წავიდეს ფრენკი?" და გუნდების ჩამოთვლა დაიწყო. როდესაც მან "ბარსელონა" დაასახელა, ნურიმ წარბებით რაღაც გვანიშნა. ეს ჩემთვისა და ოჯახისთვის ძალიან სასიამოვნო მომენტი იყო," - თქვა დე იონგმა.

სხვა სტატიები