Belive

დე იონგის მამა: "მესიმ ჩემ შვილს პირადად დაურეკა"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" ახლად შეძენილი ნახევარმცველის, ფრენკ დე იონგის მამამ საინტერესო განცხადება გააკეთა. მისი თქმით, დე იონგს პირადად მესიმ დაურეკა.
"მესიმ პირადად დაურეკა ფრენკის და ბარსელონაში მიიწვია. ფრენკის მისი გაგება გაუჭირდა, რადგან ლეო ინგლისურს ცუდად ფლობს" - განაცხადა დე იონგის მამამ.
შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელი ნახევარმცველი "ბარსელონაში" რამდენიმე დღის წინ გადავიდა, თუმცა გუნდს 1 ივლისს შეუერთდება.

სხვა სტატიები