Belive

დე იონგის საინტერესო განცხადება მესის შესახებ

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" ახალწვეულმა და "აიაქსის" ლიდერმა, ფრენკი დე იონგმა საინტერესო განცხადება გააკეთა. ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა მის მომავალ, ესპანურ კარიერაზე ისაუბრა. "არ ვაპირებ შევიცვალო. არ ვღელავ იმაზე, რომ ბარსელონაში ყურადღების ცენტრში მოვექცევი. ცნობისმოყვარე ვარ და მინდა ადაპტაცია სწრაფად გავიარო. მსურს თანაგუნდელებისგან ვისწავლო. მესისთან ერთად ვარჯიშს მოუთმენლად ველი. ვფიქრობ, პასს ყოველთვის მას მივცემ" - განაცხადა დე იონგმა. შეგახსენებთ, რომ 22 წლის დე იონგი "ბარსელონას" ოფიციალურად 1 ივლისს შეუერთდება. მიმდინარე სეზონში ის "აიაქსთან" ერთად ჰოლანდიის ჩემპიონატი და თასი მოიგო. ჩემპიონთა ლიგაზე კი ნახევარფინალში გამოეთიშა ასპარეზობას.

სხვა სტატიები