Belive

დე იონგის ტრანსფერი ჩაშლის წინაშე იდგა - ვის არ მოსწონდა ჰოლანდიელი? 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
2019 წლის ზამთარში, ამსტერდამის "აიაქსიდან" ფრენკი დე იონგის შეძენის წინააღმდეგი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე იყო. მიუხედავად ესპანელი სპეციალისტის სურვილისა, კატალონიურმა კლუბმა ახალგაზრდა ჰოლანდიელი ნახევარმცველი მაინც შეიძინა. ინფორმაციას ესპანური გამოცემა AS-ი ავრცელებს, სადაც წერია, რომ ვალვერდემ 22 წლის ფეხბურთელი დაცვითი ფუნქციების სუსტი შესრულების გამო დაიწუნა, მაშინ როცა ტომას ტუხელი და პეპ გვარდიოლა ჰოლანდიის ნაკრების ფეხბურთელის გადაბირებას აქტიურად ცდილობდნენ. დე იონგმა "ბარსელონაში" უკვე 24 მატჩი ჩაატარა, 1 გოლის გატანა მოახერხა და 2 საგოლე პასიც გააკეთა.

სხვა სტატიები