Belive

დე იონგმა ბარსელონაში სამედიცინო შემოწმება გაიარა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა, ფრენკი დე იონგმა "ბარსელონაში" სამედიცინო შემოწმება გაიარა. 22 წლის ფეხბურთელი "ბარსელონას" მოთამაშე ზამთრის სატრანსფერო პერიოდში 75 მილიონი ევროს სანაცვლოდ გახდა, თუმცა სეზონის ბოლომდე ის "აიაქსში" დარჩა. 1-ლი ივლისიდან კი ოფიციალურად შეუერთდა ესპანურ გრანდს. გეტყვით, რომ ფრენკი დე იონგის პრეზენტაცია დღეს, 5 ივლისს შედგება.

სხვა სტატიები