დე ხეა ახალ შეთავაზებას მიიღებს

143
ნახვა

დავიდ დე ხეას მიმდინარე კონტრაქტი საკუთარ კლუბთან 1 წელიწადში ეწურება, აღნიშნულთან დაკავშირებით იყო მითქმა-მოთქმა, რომ ესპანელ მეკარეს “წითელი ეშმაკები” გასაყიდად გაიმეტებდნენ, თუმცა როგორც ჩანს მანჩესტერელები მსგავსს არაფერს გეგმავენ, პირიქით, მათ ახალი კონტრაქტის შეთავაზებაზე აქვთ აქცენტი გაკეთებული.

“მანჩესტერ იუნაიტედის” მესვეურები აქტიურად შეეცდებიან დავიდ დე ხეას აგენტ ხორხე მენდესთან მოლაპარაკებების წარმატებით ჩატარებას. ცნობილია, რომ დე ხეას სურვილი ანაზღაურებასთან დაკავშირებით კვირაში დაახლოებით 500 000 გირვანქაა.

 

(143)

დე ხეა ახალ შეთავაზებას მიიღებს

სტატიის ავტორი
-