Belive

დე ხეა კოლოსალურ ანაზღაურებას ითხოვს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" კიპერმა "ტოტენჰემთან" გამართული მატჩის მე-2 ტაიმში 11 სეივი განახორციელა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა "წითელი ეშმაკების" გამარჯვებაში. მიუხედავად ბრწყინვალე პერფორმანსისა, დავიდ დე ხეასა და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა. მოქმედი კონტრაქტის თანახმად, ესპანელი კიპერი 2019 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება. ბრიტანული ტაბლოიდების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დავიდ დე ხეა "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტის გახანგრძლივებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება თუ მისი ანაზღაურება კოლოსალურად გაიზრდება. ესპანელ კიპერს კვირაში 300.000 ფუნტის მიღება და ხანგრძლივი კონტრაქტი სურს - "წითელი ეშმაკების" მესვეურები კი კონტრაქტის 1 წლით გახანგრძლივებას გეგმავენ.
Untitled

სხვა სტატიები