Belive

დე ხეა მანჩესტერს ტოვებს?

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" მესვეურები შიშობენ, რომ დავიდ დე ხეას დაკარგავენ. მოქმედი კონტრაქტის თანახმად, დე ხეას კიდევ 1 წელი აკავშირებს პრემიერლიგის გრანდთან. მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტში არსებული პუნქტის თანახმად, მხარეებს კიდევ მინიმუმ 1 წლით აქვთ გახანგრძლივების შესაძლებლობა - მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა. გავრცელებული ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედის" წარმომადგენლები შიშობენ, რომ კონტრაქტის ვადის გასვლის შემდეგ, თავისუფალი აგენტის სტატუსით მოუწევთ დე ხეას გაშვება. წყაროს მტკიცებით, ტურინის "იუვენტუსი" აქტიურად აკვირდება ესპანელი კიპერის გარშემო არსებულ ვითარებას და მის ტრანსფერს განიხილავს.

სხვა სტატიები