Belive

დე ხეა, რამოსი, ბუსკეტსი და სხვა ვარსკვლავები თბილისში: ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის საწყისი შეხვედრებისთვის, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა მეტოქემ ესპანეთის ეროვნულმა გუნდმა შემადგენლობა დაასახელე. ლუის ენრიკეს რჩეულ 23 ფეხბურთელს შორის ისეთი ვარსკვლავები მოხვდნენ, როგორებიც დავიდ დე ხეა, სერხიო რამოსი, მარკოს ლიორენტე, ჟორდი ალბა, სერხიო ბუსკეტსი, ტიაგო ალკანტარა, ალვარო მორატა და სხვები არიან. "ფურია როხას" სრული განაცხადი ასე გამოიყურება:

 
View this post on Instagram
 

A post shared by Selección Española de Fútbol (@sefutbol)

მეკარეები: დავიდ დე ხეა ("მანჩესტერ იუნაიტედი"), უნაი სიმონი (ბილბაოს "ატლეტიკი"), რობერტ სანჩესი ("ბრაიტონი"). მცველები: პედრო პორო (ლისაბონის "სპორტინგი"), ერიკ გარსია ("მანჩესტერ სიტი"), სერხიო რამოსი (მადრიდის "რეალი"), ინიგო მარტინესი (ბილბაოს "ატლეტიკი"), დიეგო ლორენტე ("ლიდს იუნაიტედი"), ჟოზე გაია ("ვალენსია"), ჟორდი ალბა ("ბარსელონა"). ნახევარმცველები: სერხიო ბუსკეტსი ("ბარსელონა"), პედრი ("ბარსელონა"), ტიაგო ალკანტარა ("ლივერპული"), სერხიო კანალესი ("ბეტისი"), როდრი ("მანჩესტერ სიტი"), მარკოს ლიორენტე (მადრიდის "ატლეტიკო"), ​კოკე (მადრიდის "ატლეტიკო"), ფაბიან რუისი ("ნაპოლი"). თავდამსხმელები: ალვარო მორატა (ტურინის "იუვენტუსი"), ხერარდ მორენო ("ვილიარეალი"), დანი ოლმო ("ლაიფციგი"), მიკელ ოიარსაბალი (ბილბაოს "ატლეტიკი"), ფერან ტორესი ("მანჩესტერ სიტი"), ბრაიან ხილი ("ეიბარი"). საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებები ერთმანეთს 28 მარტს, თბილისში, "დინამო არენაზე", მეორე ტურის ეგიდით დაუპირისპირდებიან.

სხვა სტატიები