Belive

დე ხეას მე-400 მატჩი და რეკორდი

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის პრემიერლიგის 35-ე ტური "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "საუთჰემპტონის" მატჩით (2:2) დასრულდა. აღნიშნული დაპირისპირება "წითელი ეშმაკების" მეკარე დავიდ დე ხეასათვის კლუბის მაისურით მე-400 აღმოჩნდა. 29 წლის გოლკიპერმა ინგლისურ გრანდში 411 გოლი გაუშვა, 141 შემთხვევაში კი კარი მშრალად შეინახა. აღსანიშნავია ისიც, რომ წინა ტურში, "ასტონ ვილასთან" შეხვედრაში (3:0), დე ხეამ პიტერ შმეიხეილს გადაასწრო და კლუბის ისტორიაში უცხოელ ფეხბურთელებს შორის ყველაზე მეტი მატჩის ჩამტარებელი გახდა. დე ხეა"მანჩესტერში" 2011 წლის 1 ივლისს 25 მილიონ ევროდ გადაბარგდა და ამ პერიოდში პრემიერლიგის, ინგლისის ასოციაციისა და ლიგის თასის, ევროპის ლიგის და სამჯერ სუპერთასის გამარჯვებული გახდა.

სხვა სტატიები