Belive

დე ხეასა და სოლსკიაერის მატჩის შემდგომი ინტერვიუ

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარემ, დავიდ დე ხეამ საოცარი შეხვედრა ჩაატარა. მან გუნდის გამარჯვებაში მთავარი როლი შეასრულა. მატჩის შემდგომ ესპანელმა კარის დარაჯმა კომენტარი გააკეთა. "ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ. ორმაგად სასიამოვნოა, რომ დავამარცხეთ ტოპ გუნდი, როგორიც არის ტოტენჰემი. ამით ბედნიერები ვართ. რაც შეეხება ჩემს თამაშს, თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, 11 სეივი შევასრულე, თუმცა ამაზე მთავარი ის არის, რომ 3 ქულა ჩავიწერეთ. უემბლიზე მოგებამ ბედნიერება მოგვანიჭა" - განაცხადა დე ხეამ. დე ხეას შემდეგ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ოლე გუნარ სოლსკიაერმაც თქვა ორი სიტყვა ჟურნალისტებთან. "მოხარულები ვართ, რომ მოვიგეთ. მე დე ხეას ვუთხარი, რომ უნდა მოეკრიბა კონცენტრაცია და ეკეთებინა სეივები. მან ეს ზედმიწევნით ზუსტად შეასრულა". შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" სტუმრად "ტოტენჰემი" 0:1 დაამარცხა.

სხვა სტატიები