Belive

დე ლა რედი: "რაულს რეალის ხელმძღვანელობა შეუძლია"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"კადისთან" და "შახტართან" განცდილი მარცხის შემდეგ, ესპანურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზინედინ ზიდანმა შესაძლოა გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვოს. ერთგვარი გამოცდის სახით, ფრანგ სპეციალისტს წინ "ელ კლასიკო" ელოდება - ზიდანის ამოცანა კამპ ნოუზე დაუმარცხებელი სერიის ბოლომდე გაგრძელება იქნება (2 მოგება, 3 ფრე). მადრიდის "რეალის" ყოფილი ფეხბურთელის, რუბენ დე ლა რედის შეფასებით, თუკი ზიდანი გუნდს დატოვებს, მის პოტენციურ ჩამნაცვლებლად, ფლორენტინო პერესმა შესაძლოა რაული განიხილოს. დე ლა რედის აზრით, რაულს "სამეფო კლუბის" გაწვრთნის საკმარისი პოტენციალი აქვს: ლეგენდარული ესპანელის ხელმძღვანელობით, მადრიდის "რეალის" ახალგაზრდულმა გუნდმა, "კასტილიამ," ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგა ისტორიაში პირველად მოიგო. "ისეთი გრძნობა მაქვს, რომ მომავალში რაული რეალს ჩაიბარებს. ჩემი აზრით, მას ამისი სათანადო კვალიფიკაცია აქვს და მეტსაც გეტვით, ის დიდ წარმატებას მიაღწევს", - აღნიშნა დე ლა რედმა, რომელმაც საფეხბურთო კარიერა გულის მწვავე პრობლემების გამო 25 წლის ასაკში დაასრულა. შეგახსენებთ, "ელ კლასიკო" 24 ოქტომბერს, თბილისის დროით 18:00-ზე გაიმართება.  

სხვა სტატიები