Belive

დე ლიხტი ბარსელონაში გადადის?

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ამსტერდამის "აიაქსის" კაპიტანი, 19 წლის მატეის დე ლიხტი კარიერას სავარაუდოდ ესპანეთში, კერძოდ "ბარსელონაში" გააგრძელებს. ჰოლანდიელი ცენტრალური მცველი მიმდინარე სეზონში საუცხოო ფორმაშია და ის ერთ-ერთი შემოქმედია "აიაქსის" წარმატების. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამსტერდამულ კლუბს ბევრი მოთამაშე დატოვებს. ფრენკი დე იონგი უკვე "ბარსელონას" ფეხბურთელია. ის "ბლაუგრანას" ოფიციალურად 1 ივლისს შეუერთდება. მატეის დე ლიხტით ბევრი გრანდია დაინტერესებული. "მანჩესტერ სიტი", "ლივერპული" და "მანჩესტერ იუნაიტედი" აქტიურობენ, თუმცა ყველაზე მეტი შანსი სწორედ "ბარსელონას" აქვს. კატალონიელები 19 წლის დე ლიხტის მიმართ ინტერესს დიდი ხანია იჩენენ და, ამასთან, თუ გავითვალისწინებთ ამ ორი გუნდის საკმაოდ ახლო ურთიერთობას, ჰოლანდიელისთვის ბრძოლაში ფავორიტი სწორედ ესპანეური გრანდია. მატეის დე ლიხტი "აიაქსის" აკადემიის აღზრდილია და ძირითად გუნდში 2016 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში 55 მატჩი ჩაატარა და 7 ბურთის გატანა მოახერხა.

სხვა სტატიები