Belive

დე ლიხტი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ამსტერდამის "აიაქსის" 19 წლისა და 261 დღის კაპიტანი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა - იგი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირის ნახევარფინალში, კაპიტნის რანგში ითამაშა. "აიაქსმა" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ლონდონის "ტოტენჰემი" გასვლაზე ანგარიშით 0:1 დაამარცხა. დე ლიხტმა მოედანზე 90 წუთი გაატარა და შეიძლება ითქვას, რომ ახალგაზრდა ჰოლანდიელმა უშეცდომოდ ითამაშა. შეგახსენებთ, რომ დე ლიხტმა მნიშვნელოვანი წვლილი ტურინის "იუვენტუსის" დამარცხებაშიც ითამაშა - მან ტურინელებს გოლი თავური დარტყმით გაუტანა. მატეის დე ლიხტი "ლივერპულის" ფეხბურთელთან, ვირჯილ ვან დაიკთან ერთად, ჰოლანდიის ნაკრებში ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს დაცვის ხაზს ქმნის. დე ლიხტის შეფასებით, ვან დაიკი მისთვის მისაბაძ მაგალითს წარმოადგენს და ნაკრებში თითოეული მატჩის შემდეგ მისგან რაღაც ახალს სწავლობს. დე ლიხტის სატრანსფერო ფასი 70 მილიონ ევროს შეადგენს და დიდი ალბათობით, მისი მომდევნო კლუბი კატალონიის "ბარსელონა" გახდება.  

სხვა სტატიები