Belive

დე ლიხტი: "ეს ნამდვილი ბრძოლა იყო, სადაც ჩვენ გავიმარჯვეთ"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ამსტერდამის "აიაქსის" კაპიტანმა, მატეის დე ლიხტმა, "ტოტენჰემთან" გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. "ჯერ მხოლოდ პირველ მატჩში გავიმარჯვეთ, თუმცა დიდი ფორა გვაქვს აღებული. მნიშვნელოვანია, რომ გოლი გასვლაზე გავიტანეთ, რაც ჩვენ დიდ უპირატესობას გვაძლევს. დასანანია მხოლოდ ის, რომ თამაშის მიწურულს ანგარიში ორამდე ვერ გავზარდეთ, როდესაც ნერეშმა ბურთი ძელს გაარტყა. მთავარია ის, რომ ასეთი დონის ფეხბურთი ჩვენ "ბაიერნს," "რეალს" და "იუვენტუსსაც" დავუპირისპირეთ. "ტოტენჰემის" ფეხბურთელები ლორენტეზე მაღალი ბურთის მიწოდებას ცდილობდნენ, ეს კი ჩვენ პრესინგში ხელს გვიშლიდა. მოედანზე ნამდვილი ბრძოლა იყო გამართული, სადაც ჩვენ გავიმარჯვეთ," აღნიშნა დე ლიხტმა. აღსანიშნავია, რომ ამსტერდამის “აიაქსის” 19 წლისა და 261 დღის კაპიტანი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა – იგი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირის ნახევარფინალში, კაპიტნის რანგში ითამაშა.  

სხვა სტატიები