Belive

დე ლიხტი: ,,ინტერვიუში გასაგებად ვერ ავხსენი, ვაქცინაციას მხარს ვუჭერ''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ტურინის ,,იუვენტუსის'' მცველმა, მატიას დე ლიხტმა, რომელმაც ბოლო ინტერვიუში აღნიშნა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღებას არ აპირებდა, ტვიტერის პირად გვერდზე საკუთარი კომენტარი განმარტა:
,,ჩემს ბოლო ინტერვიუში სათქმელი გასაგებად ვერ ავხსენი. მინდა, სიტუაცია გამოვასწორო: მე Covid 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას მხარს ვუჭერ და ვგეგმავ, რაც შეიძლება მალე ავიცრა,'' - დაწერა ნიდერლანდელმა სოციალურ ქსელში.
დე ლიხტმა ESPN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ინფექციის რისკი ყოველთვის არსებობს და ადამიანი საკუთარ სხეულზე პასუხისმგებელი თავად უნდა იყოს.

სხვა სტატიები