Belive

დე ლიხტი საოპერაციოა - ნიდერლანდელისთვის სეზონი სრულდება

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"football italia" სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. "იუვენტუსის" ვარსკვლავს მხარზე ოპერაციის გაკეთება სჭირდება. დე ლიხტმა დაზიანება პირველ წრეში, "ატალანტას" წინააღმდეგ მიიღო. ნიდერლანდელმა მხარი ამოიგდო და რამდენიმე შეხვედრის გამოტოვება მოუწია. ამის შემდეგ დაბრუნდა, მაგრამ ტკივილები არ გაქრა. საბოლოოდ ტურინელთა მედიკოსებმა ოპერაციის გაკეთება გადაწყვიტეს. იმ შემთხვევაში თუ ქირურგიული ჩარევა მართლაც საჭირო გახდა, დე ლიხტი მთელ დარჩენილ სეზონს გამოტოვებს. "იუვენუტსში" ახლა მძიმე სიტუაციაა. კლუბმა ბოლო შეხვედრები ვერ მოიგო და ამ ყველაფერს ბონუჩის ტრავმაც ემატება. 20 ივლისს "ბებერი ქალბატონი" "ლაციოს" უდიდესი დანაკლისით შეხვდება. მიუხედავად იმისა, რომ ჯორჯო კიელინი დაბრუნდა, დე ლიხტი მაინც ყველაზე იმედისმომცემ მცველად ითვლება. შეგახსენებთ, რომ ტურინელები 7 აგვისტოს, ჩემპიონთა ლიგაზე "ლიონს" დაუპირისპირდებიან. პირველი შეხვედრა საფრანგეთში მასპინძლებმა 1:0 გაიმარჯვეს. იმ შემთხვევაში თუ "იუვენტუსი" მეოთხედფინალში გავა, მოწინააღმდეგე მადრიდის "რეალი" ან "მანჩესტერ სიტი" იქნება და დე ლიხტი მნიშვნელოვანი დანაკლისი იქნება.

სხვა სტატიები