Belive

მატეის დე ლიხტი: „თასზე გამარჯვება ტოტენჰემის წინააღმდეგ მოტივაციას აგვიმაღლებს“

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჰოლანდიის ნაკრების ამომავალი ვარკსვლავი, მატეის დე ლიხტი მიიჩნევს, რომ ჰოლანდიის თასზე გამარჯვება „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ დამატებითი მოტივაციის წყარო გახდება. ჰოლანდიის თასის (KNVB Cup) ფინალში „აიაქსმა“ ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა „ტილბურგს“ და უკანასკნელი 5 წლის მანძილზე პირველად შეძლო თასის მოპოვება. აღნიშნული გამარჯვებით გახარებული დე ლიხტი მიიჩნევს, რომ მიმდინარე სეზონში მოპოვებული პირველი ტიტულის შემდეგ, „აიაქსის“ მოტივაცია გაცილებით ამაღლდება, რაც „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს. „მიმდინარე სეზონში პირველი ტიტული მოვიპოვეთ. ეს გამარჯვება „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ დამატებით მოტივაციას შეგვძენს“, - აღნიშნა მატეის დე ლიხტმა.
აქვე აღსანიშნავია, რომ ფეხბურთის გულშემატკივარი დე ლიხტის სახელს ხშირ შემთხვევაში არასწორად წარმოთქვამს - მას Matthijs ჰქვია, ჰოლანდიაში კი ij წარმოითქმის, როგორც მატეისი. ამას ისიც ადასტურებს, რომ ჰოლანდიელი კომენტატორები დე ლიხტს მატეისს უწოდებენ.

სხვა სტატიები