Belive

დე ლიხტი წლის საუკეთესო ჰოლანდიელ ფეხბურთელად დასახელდა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ტურინის "იუვენტუსის" უკანახაზელი, მატეის დე ლიხტი წლის საუკეთესო ჰოლანდიელ ფეხბურთელად დასახელდა. "ბიანკონერის" ახალგაზრდა მცველმა პრესტიჟული ჯილდო ფენომენალური ასპარეზობის შედეგად დაიმსახურა. 2018 წლის მარტში, დე ლიხტი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც "აიაქსის" კატიპნის სამკლავური მოირგო. 2018 წლის დეკემბერში, დე ლიხტი Golden Boy-ს ტიტულის მფლობელი გახდა. "აიაქსის" რიგებში UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ასპარეზობის შემდეგ, მატეის დე ლიხტი 2019 წლის ივლისში, 75 მილიონი ევროს სანაცვლოდ "იუვენტუსს" შეუერთდა.

სხვა სტატიები