Belive

დე ლიხტის პირველი კომენტარი იუვენტუსთან გამარჯვების შემდეგ

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩები, სადაც სენსაცია დაფიქსირდა. ტურინის "იუვენტუსი" "აიაქსმა" ტურინში 1:2 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე "მანჩესტერ სიტისა" და "ტოტენჰემს" შორის გამარჯვებული იქნება. მატჩის გადამწყვეტი გოლი გუნდის კაპიტანმა დე ლიხტმა გაიტანა ტაბლოზე ანგარიში 1:2 დააფიქსირა. მატჩის შემდეგ დე ლიხტმა პირველი კომენტარი გააკეტა: "შეგვიძლია თუ არა  ფინალში გასვლა?! ჩვენ ახლა ნახევარფინალში ვართ, ამ ეტაპამდე ასპარეზობიდან გამოვთიშეთ ჩემპიონთა ლიგის 2 ფავორიტი ( "იუვენტუსი" და "მადრიდის რეალი") და რა თქმა უნდა ვიბრძოლებთ ფინალში გასასვლელად. წინ ძალიან რთული დაპირისპირებები გველის და ფინალში გასვლა ძნელი იქნება, თუმცა ჩვენთვის შეუძლებელი არაფერია."

სხვა სტატიები