Belive

დე ლიხტის სატრანსფერო საგა დასასრულს მიუახლოვდა!

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მატეის დე ლიხტის ტრანსფერი ტურინის "იუვენტუსში" ძალიან მალე შედგება. ამის შესახებ განცხადება "აიაქსის" სპორტულმა დირექტორმა, მარკ ოვერმარსმა გააკეთა. "დე ლიხტის სატრანსფერო საგა სრულდება. საბანკო გარანტიებს ველოდებით, რადგან "აიაქსში" ამას მკაცრად ვუყურებთ. ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი წარმატებით დასრულდება. ისინი იტალიელები არიან," - თქვა ოვერმარსმა. როგორც ცნობილია, მაურისიო სარის გუნდი 19 წლის ცენტრალური მცველის სანაცვლოდ 66 მილიონ ევროს იხდის. ამსტერდამული კლუბის ოფიციალურ გვერდზე გუშინ დაიწერა, რომ დე ლიხტი "აიაქსთან" ერთად ავსტრიაში, პრე-სეზონზე არ გაემგზავრა. დიდი ალბათობით, მატეის დე ლიხტი "იუვენტუსში" სამედიცინო შემოწმებას ხვალ გაივლის.

სხვა სტატიები