Belive

დე ლიხტმა ბარსელონაში ტრანსფერზე გადაწყვეტილება მიიღო?

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ამსტერდამის "აიაქსის" ფეხბურთელმა, მატეის დე ლიხტმა "ბარსელონაში" ტრანსფერთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. Catalunya Radio-ს ინფორმაციით, ჰოლანდიელი მცველის სურვილია, რომ ზაფხულში "ბლაუგრანას" შეუერთდეს. კატალონიელთა სპორტული დირექტორი, ერიკ აბიდალი უკვე შეხვდა ფეხბურთელის აგენტს. შეგახსენებთ, რომ "ბარსელონამ" 75 მილიონ ევროდ უკვე გაიფორმა დე ლიხტის თანაგუნდელი, ფრენკი დე იონგი. რაც შეეხება მატეისს, ესპანური მედია წერს, რომ 19 წლის ვარსკვლავი "ბლაუგრანას" 70 მილიონი დაუჯდება.

სხვა სტატიები