Belive

დე ლიხტმა დუმილი დაარღვია

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ამსტერდამის "აიაქსის" ვარსკვლავის, მატეის დე ლიხტის შეძენით "ბარსელონა", "იუნაიტედი" და "სიტი" არიან დაინტერესებულები. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰოლანდიელი მცველის გადაბირებასთან ძალიან ახლოს "წითელი ეშმაკები" არიან. დე ლიხტმა დუმილი დაარღვია და თავის მომავალზე ისაუბრა. "სად ვხედავ ჩემს თავს? რა თქმა უნდა, პრემიერლიგა ძალიან დიდი ტურნირია, იგივეს ვიტყოდი ესპანეთზეც. ნამდვილად არ ვიცი სად ვიქნები ცოტა ხანში. ერთად ვნახავთ, თუ როგორ განვითარდება ჩემი კარიერა. პირველ რიგში, წინ ჰოლანდიის ნაკრებთან ერთად 2 მნიშვნელოვანი მატჩი მაქვს ჩასატარებელი და ახლა მასზე ვარ კონცენტრირებული. ინტერესები სხვადასხვა გუნდებისგან არის, მაგრამ მათ დასახელებას არ ვაპირებ," - თქვა მატეის დე ლიხტმა.      

სხვა სტატიები