Belive

დე ლიხტმა რონალდუზე ისაუბრა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ტურინის "იუვენტუსისა" და ჰოლანდიის ნაკრების ამომავალმა ვარსკვლავმა მატიას დე ლიხტმა კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა. ნიდერლანდელის აზრით პორტუგალიელი ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის მისაბაძი მაგალითია. - "რონალდუ თავის თაობაში საუკეთესო ფეხბურთელია. მისი შედეგები და თამაში აღმაფრთოვანებელია. ის ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის მისაბაძი უნდა იყოს. კრიშტიანუს სპორტული ჟინი და თავდადება ნამდვილად გამოსარჩევია." - განაცხადა დე ლიხტმა "Goal-თან" საუბრისას. შეგახსენებთ, რომ დე ლიხტი "ბებერ ქალბატონს" გასულ ზაფხულს შეუერთდა და ამ დროის განმავლობაში მან კლუბში 27 თამაში ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

სხვა სტატიები