Belive

დე როსი ლაციოსთან მოგების შემდეგ: "გუნდი სწორი გზით ვითარდება"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სერია ა-ს მე-7 ტურში, რომაულ დერბიში გამარჯვების შემდეგ, "რომას" იტალიელმა ნახევარმცველმა, დანიელე დე როსიმ კომენტარი გააკეთა.   "რომა სწორი გზით ვითარდება. როდესაც ყველაფერი კარგად არ მიდის, მაშინვე იწყება საუბარი ახალი ფეხბურთელებისა და მწვრთნელის მოყვანის საჭიროებაზე, თუმცა ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია შეცდომების გამოსწორება. ჩვენ პროფესიონალები ვართ და მხოლოდ კარგ შედეგზე ვართ ორიენტირებულები", - აღნიშნა 35 წლის ფეხბურთელმა.   მისი შეფასებით, რომაულ დერბიში გამარჯვება ძალიან რთული მოსაპოვებელი იყო, რადგან ორივე გუნდი თავდაუზოგავად იბრძოდა, "თუმცა ჩვენ უფრო ძლიერები აღმოვჩნდით", - განაცხადა დე როსიმ.

სხვა სტატიები