Belive

დებიუტი ვალენსიაში - მამარდაშვილმა ესპანეთში პირველი მატჩი ჩაატარა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს "ვალენსიაში" გიორგი მამარდაშვილის დებიუტი შედგა. ქართველი მეკარისთვის "ღამურების" რიგებში ჩატარებული პირველი მატჩი წარმატებული გამოდგა. "ვალენსიამ" "ატრომიტოსი" ამხანაგურ შეხვედრაში 3:0 დაამარცხა, ხოლო 20 წლის მეკარე სათადარიგო იყო და მოედანზე 46-ე წუთზე გამოჩნდა. გიორგიმ მთელი მეორე ტაიმი ითამაშა და კარის მშრალად შენახვაც მოახერხა.

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ მომენტში "ვალენსიას" ქართველმა ახალწვეულმა ბურთი შესანიშნავ ნახტომში მოიგერია. გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიაში" "დინამო თბილისიდან", იჯარით გადავიდა. ახალგაზრდა ქართველმა მეკარემ ესპანელთა სამწვრთნელო შტაბს თავი მოაწონა, რისი დამსახურებითაც, შესაძლოა, პირველ გუნდში შანსიც მიიღოს.

სხვა სტატიები