Belive

დედის გარდაცვალებით განადგურებული კლოპი სამშობლოში ვერ დაბრუნდა

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

მერსიდაიდული გრანდის მთავარი მწვრთნელი - იურგენ კლოპი, ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის გამო განადგურებულია. 81 წლის ასაკში, იურგენ კლოპის დედა გარდაიცვალა. გერმანელი სპეციალისტის მდგომარეობას ის გარემოებაც ართულებს, რომ კოვიდ პანდემიის აღმოსაფხვრელად დაწესებული შეზღუდვების გამო, კლოპი იძულებული გახდა ინგლისში დარჩენილიყო და გერმანიაში გამგზავრება ვერ შეძლო. კლოპის დედის დაკრძალვის ცერემონიალი, სამშაბათს, 9 თებერვალს გაიმართა და მას მერსისაიდელთა თავკაცი ვერ დაესწრო.

"ის ჩემთვის ყველაფერი იყო - ის იყო ნამდვილი, საუკეთესო დედა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. როგორც მორწმუნე ქრისტიანი, დარწმუნებული ვარ, რომ ის უკეთეს ადგილას იმყოფება. ფაქტი, რომ დედის დაკრძალვის ცერემონიალს ვერ დავესწარი, განპირობებია კოვიდ პანდემიის აღმოსაფხვრელად დაწესებული შეზრუდვებით. როგორც კი ვითარება გამოსწორდება, მის ხსოვნას აუცილებლად მივაგებთ შესაბამის პატივს", - აღნიშნა იურგენ კლოპმა.
ელისაბედ კლოპი შვილის პროფესიულ განვითარებას მუდამ ადევნებდა თვალს და სრულ მხარდაჭერას უცხადებდა. ამ წუთისათვის უცნობია, თუ როდის შეძლებ იურგენ კლოპი სამშობლოში დაბრუნებას. ტრაგედიასთან დაკავშირებით, კლოპის ოჯახს "მაინცის", "დორტმუნდისა" და "ლივერპულის" წარმომადგენლებმა უკვე მიუსამძიმრეს.

სხვა სტატიები