Belive

დეიან ლოვრენმა მიწისძვრისგან დაზარალებულ ოჯახებს საკუთარი სასტუმრო დაუთმო

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ხორვატიაში რამდენიმე დღის წინ 6.3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რამაც ადამიანთა მსხვერპლი და ნგრევა გამოიწვია. ბიძგებმა ყველაზე მეტად დედაქალაქ ზაგრებიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 28 მილში მდებარე პატარა ქალაქი პეტრინია დააზარალა, სადაც 25 000 ადამიანი ცხოვრობდა. ამ ამბის გაგების შემდეგ, "ზენიტის" მცველმა, დეიან ლოვრენმა ინსტაგრამზე შემდეგი შინაარსის "სთორი" განათავსა: "პეტრინიას ძვირფასო მცხოვრებნო, ჩემი სასტუმროს კარგი ღიაა 16 ყველაზე დაზარალებული ოჯახისათვის. თუ გჭირდებათ დროებითი თავშესაფარი დაგვიკავშირდით ელ-ფოსტაზე ან  "Whatss app"-ში, უპირატესობა მიენიჭება ბავშვიან ოჯახებს." ლოვრენის სასტუმროს კუნძულ პაგზე მისი შვილების, იოსიპისა და ელენას სახელი ჰქვია.

სხვა სტატიები