Belive

დელ პიერო: ,,ნერვიულობისგან რამდენიმე კილო დავიკელით''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, ალესანდრო დელ პიერო, ავსტრიასთან ,,სკუადრა აძურას'' მერვედფინალურ მატჩს გამოეხმაურა:
,,შემდეგ ეტაპზე გასვლით კმაყოფილები ვართ, მაგრამ ნერვიულობისგან 2 კილო დავიკელით. იტალიისგან სხვა თამაშს ველოდით და, რა თქმა უნდა, ავსტრიისგანაც, რომელმაც გაგვაკვირვა. არჩათვლილი გოლის ეპიზოდში გაგვიმართლა. ცოტა შეგვეშინდა, მაგრამ ეს, შესაძლოა, ჩვენზე დადებითად აისახოს. როცა ყველაფერი კარგად მიდის, ნაკლებად კონცენტრირებული ხარ... როცა კი რაღაც ისე არ ხდება, ეს ნორმალურია. ცვლილებები მნიშვნელოვანია,'' - დელ პიეროს სიტყვებს Sky Sport Italia ციტირებს.
იტალიისა და ავსტრიის მატჩი დამატებით დროში რობერტო მანჩინის გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა. ,,სკუადრა აძურას” მომავალი მეტოქე ბელგიისა და პორტუგალიის შეხვედრაში გაირკვევა.  

სხვა სტატიები