Belive

დელ პიერო: პირლოს შეუძლია, რომ ზიდანზე უკეთესი იყოს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გუშინ ტურინის "იუვენტუსმა" დაკავებული პოზიციიდან მაურისიო სარი გაათავისუფლა და ანდრეა პირლო დანიშნა. იტალიელ ლეგენდარულ ფეხბურთელს ჯერჯერობით სამწვრთნელო გამოცდილება არ აქვს. ამასთან დაკავშირებით "ბებერი ქალბატონის" და იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ალესანდრო დელ პიერომ "football italia-სთან"  კომენტარი გააკეთა. - "გულწრფელად რომ გითხრათ, პირლოს დანიშნვნას ვერც წარმოვიდგენდი, ეს ჩემთვის საკმაოდ მოულოდნელი იყო. მას არ აქვს არანაირი სამწვრთნელო გამოცდილება და ვიმედოვნებ, რომ დაკისრებულ მოვალებას, თავს შესანიშნავად გაართმევს. ანდრეას კლუბში ყველანაირი პირობა აქვს იმისთვის, რომ "იუვენტუსი" მწვერვალზე აიყვანოს. გულშემატკივრებს მთავარ მწვრთნელად ზინედინ ზიდანი სურდათ, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ პირლო დროთა განმავლობაში ზიდანზე უკეთესი მწვრთნელი გახდება. არ უნდა დავივიწყოთ ფრანგის გამოცდილება იქამდე, სანამ მთავარი მწვრთნელი გახდებოდა. ზიდანი ანჩელოტის თანაშემწე იყო და მისგან საკმაოდ ბევრი რამ ისწავლა. ამის შემდეგ კი "რეალის" მეორე გუნდს ჩაუდგა სათავეში." დელ პიერო "იუვეში" 19 წლის განმავლობაში ასპარეზობდა და ამ ხნის მანძილზე მან 705 მატჩი ჩაატარა და 290 გოლი გაიტანა.

სხვა სტატიები