Belive

დელ პიერო ტურინის იუვენტუსის დირექტორობას უახლოვდება

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი, ალესანდრო დელ პიერო შესაძლოა ტურინის "იუვენტუსის" დირექტორი გახდეს.

როგორც იტალიური მედია იუწყება, ტურინულ კლუბში მიმდინარე რევოლუციური ცვლილებების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ "ბიანკონერის" ისტორიაში ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელსაც შეეხოს.

საქმე ისაა, რომ მაშინ, როცა მთელი მსოფლიოს საფეხბურთო საზოგადოების ყურადღება კატარში მიმდინარე მოვლენებისკენ არის მიმართული, "ზებრებმა" 12-წლიანი მმართველობის შემდეგ პრეზიდენტი შეიცვალეს - ანდრეა ანიელი ჯანლუკა ფერერომ ჩაანაცვლა, რომელიც პინამონტის რეგიონის ბუღალტერთა ორდენის წევრი, იურიდიული და ფინანსური საქმიანობის მენეჯერი და "იუვეს" დიდი გულშემატკივარია.

ახალი პოზიციის დაკავების შემდეგ, ჯანლუკა ფერერომ დირექტორთა საბჭოს ფორმირებაც დაიწყო, რომელიც სრულად ანდრეა ანიელისთან ერთად გადადგა.

იტალიური პრესა აქტიურად წერს, რომ "იუვეს" ხელმძღვანელთა შორის ერთ-ერთ ადგილს კლუბის ლეგენდარული მეათე ნომერიც დაიკავებს.

48 წლის იტალიელი 2015 წლის შემდეგ, ანუ მას მერე რაც ფეხბურთელის კარიერა დაასრულა, საფეხბურთო საქმიანობით აქტიურად არ ყოფილა დაკავებული და ახლა იგი თავის პირველ სამენეჯერო პოზიციას უახლოვდება.

დელ პიერომ მოთამაშის რანგში "იუვენტუსში" 19 წელიწადი გაატარა, 705 მატჩი ჩაატარა, 290 საგოლე პასი გააკეთა, 172 საგოლე პასი გააკეთა, იტალიის სერია A ექვსჯერ, უეფას ჩემპიონთა ლიგა და ევროპის სუპერთასი მოიგო. რაც შეეხება იტალიის ნაკრებს 91 შეხვედრაში გატანილ 27 გოლთან და 12 საგოლე პასთან ერთად დელ პიეროს აქტივში 2006 წლის მუნდიალის თასია.

სხვა სტატიები