Belive

დელე ალის პირველი კომენტარი ინციდენტის შემდეგ

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გუშინ, ოთხშაბათს, შეიარაღებულმა პირებმა დელე ალის სახლი გაძარცვეს. "ტოტენჰემის" ვარსკვლავის სახლიდან ძვირადღირებული ნივთები მოიპარეს. გარდა ამისა, თავდამსხმელებმა ფეხბურთელს სახეზე მცირე დაზიანებაც მიაყენეს. 24 წლის ინგლისელმა ინციდენტის შემდეგ პირველი კომენტარი სოციალურ ქსელში გააკეთა. "მადლობა ყველას მესიჯებისთვის. საშინელი შემთხვევა, მაგრამ ახლა კარგად ვართ. ვაფასებ მხარდაჭერას," - დაწერა ალიმ.    

სხვა სტატიები