Belive

დემბელე კარიერას ჩინეთში გააგრძელებს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ტოტენჰემის" ყოფილი ნახევარმცველი, მუსა დემბელე ჩინეთში წავიდა. "გუანჯოუმ" ბელგიელი ნახევარმცველი 11 მილიონ ევროდ შეიძინა. დემბელე გუნდს ემოციურად დაემშვიდობა.
"მე არ მიყვარს სიტყვა ნახვამდის თქმა, რადგან თქვენ მუდამ ჩემს გულში იქნებით. მე თქვენთან მუდმივად მექნება ურთიერთობა. მე არ მიყვარს მომავალზე წინასწარ საუბარი, თუმცა ყველაფერში პოზიტივს ვეძებ" - განაცხადა დემბელემ.
დემბელე "ტოტენჰემში" 2012 წელს "ფულემიდან" გადავიდა. "დეზების" შემადგენლობაში მან 242 თამაში ჩაატარა და 10 ბურთი გაიტანა. ბელგიის ეროვნულ ნაკრებში მუსა დემბელე 2006 წლიდან თამაშობს. ამ დროის განმავლობაში 80 თამაშის ჩატარება შეძლო და 5 ბურთის გატანაც მოახერხა.

სხვა სტატიები