Belive

დემბელე მოედანს 1 თვით დაემშვიდობა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კატალონიის "ბარსელონას" ფრანგი შემტევისთვის, უსმან დემბელესთვის მიმდინარე სეზონი დასრულებულია. აღნიშნულთან დაკავშრებით ინფორმაციას ესპანური Mundo Deportivo ავრცელებს. ფრანგმა შემტევმა ბარძაყის კუნთის ტრავმა "სელტასთან" მოულოდნელი მარცხისას (2:0) მიიღო - დემბელემ მოედანი მატჩის დაწყებიდან მალევე დატოვა და მის ნაცვლად მოედანზე ალექს კოლადო გამოვიდა, რომელსაც "ბარსელონას" მაისურით დებიუტი ჰქონდა. უსმან დემბელე ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებითი მატჩის განაცხადშიც ვერ მოხვდა. სავარაუდოდ, მისთვის სეზონი დასრულებულია.

ასევე იხილეთ: სელტამ ბარსელონას საჩემპიონო კორიდორი გაუკეთა

სხვა სტატიები