Belive

დემბელე: "თავს უკეთესად ვგრძნობ."

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ხვალ, უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის მატჩში "ბარსელონა" "ლიონს" დაუპირისპირდება. კატალონიელთა შემტევმა, უსმან დემბელემ აღნიშნულ თამაშამდე ჟურნალისტებთან ისაუბრა: "თავს უკეთესად ვგრძნობ. "ატლეტიკთან" მოედანზე 15 წუთი გავატარე და ახლა ძველ ფორმას ვუბრუნდები. "ბარსას" რამდენიმე რთული მატჩის ჩატარება უწევს და მინდა, რომ ტრავმებმა აღარ  შემაწუხოს. სამწუხაროდ, ისეთ დროს დავშავდი, როდესაც კარგ კონდიციებში ვიყავი და გუნდს ვეხმარებოდი. ასეთი სპორტია ფეხბურთი," - განაცხადა დემბელემ.

სხვა სტატიები