Belive

დემბელეს აგენტი: "დემბელე ბარსელონაში 1000%-ით რჩება"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" შემტევის, უსმან დემბელეს აგენტი აცხადებს, რომ ფეხბურთელი გუნდში დარჩება. მუსა სისოკოს თქმით, დემბელე "ბარსელონაში" ბედნიერია და არსად წასვლას არ აპირებს.
"მედიაში ხშირად იწერებოდა უსმანის კლუბიდან წასვლის შესახებ ჭორები. ის კლუბის დატოვებას არ აპირებს. აქ ბედნიერია. მიუხედავად იმისა, რომ შეთავაზებები დიდი კლუბებიდან აქვს, ის უკვე მსოფლიოს საუკეთესო გუნდია. უსაფუძვლო ბრალდებებით დემბელეს იმიჯის დაზიანება ბევრს უნდა, მაგრამ ეს გავლენას ვერ მოახდენს. უსმანი სპეკულაციებს არ აყვება. დემბელე 1000%-ით რჩება და სურს, გუნდისთვის ყველაფერი გააკეთოს" - განაცხადა დემბელეს აგენტმა, მუსა სისოკომ.
შეგახსენებთ, რომ დემბელე ტრავმირებულია და 5 კვირას გამოტოვებს. მან დაზიანება "ბილბაოს" წინააღმდეგ შეხვედრაში, "ლა ლიგის" პირველსავე ტურში მიიღო.

სხვა სტატიები