Belive

დემბელეს დასჯის მიზეზი ცნობილია

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ინტერთან მატჩის წინ, დემბელემ "ბარსელონას" შეკრებაზე დააგვიანა, რის გამოც კატალონიური გრანდის მთავარმა მწვრთნელმა იგი დასაჯა. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრაში, "ბარსელონა" "ინტერს" დაუპირისპირდა. მატჩი კატალონიელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა, დემბელე კი 90 წუთის მანძილზე სათადარიგოთა სკამზე იჯდა. "ბლაუგრანას" ფეხბურთელები მატჩის დაწყებამდე 2 საათით ადრე, ადგილობრივი დროით 19:00 საათზე იკრიბებოდნენ. დემბელე კი შეკრებაზე 19:25 საათზე გამოცხადდა. ესპანური პრესის მტკიცებით, სწორედ რომ დაგვიანების გამო არ მიეცა დემბელეს მატჩში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი პრობლემის წინაშე დემბელე არაერთხელ დამდგარა. ფრანგმა ფეხბურთელმა კატალონიელთა ვარჯიშებზე და შეკრებაზე რამდენჯერმე დააგვიანა. პრობლემის აღმოსაფხვრელად პიკე საერთო ჩატის შექმნის იდეით გამოვიდა.

სხვა სტატიები